Sunday, July 12, 2015

მეცხრე დღე

გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია რომელიც შემიფასეს კოლეგებმა, დავზვეწე ჩემი პროექტი და სხვადასხვა დოკუმენტაცია. ვისწავლე როგორ უნდა შევცვალო , გავაქართულო ბლოგში სახელი, დავამატო გვერდები შევცვალე დიზაინი.
სასწავლო პროექტის გეგმის რუბლიკის საშუალებით გავაკეთე დადებითი და უარყოფიტი შეფასება.

მე კმაყოფილი ვარ რომ გავიარე ეს ტრენინგი.
დიდი მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს და ბატონ მინდია დიდმანიძეს.... 

Saturday, July 11, 2015

მერვე დღე

დგეს გავეცანი როგორ უნდა გამოვიყენო ისტ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში , ასევე სასარგებლო ვიდეოგაკვეთილების პორტალს, იუტუბიდან ვიდეოს გადმოწერას და ატვირთვას, დავხვეწე პროექტის გეგმა, ჩემი პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე,  მოვემზადე ჩემი პროექტის პრეზენტაციისათვის.

Sunday, July 5, 2015

მეშვიდე დღე

დღეს მე გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას, განმავითარებელ შეფასებას, განვიხილეთ კითხვარი დიფერებცირებულ სწავლებაზე, ასევე განვიხილეთ დიფერენციული სწავლა და ტექნოლოგიური ცხრილი, მივიღეთ ინსტრუქცია ინტერნეტ გაზეთის შექმნასთან დაკავშირებით, ვისწავლეთ კომენტარების ჩასმა ბლოგში, ვორდში ნამუშევარი დოკუმენტის კომენტარის გაკეთება, გაფერადება.

Saturday, July 4, 2015

მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავე ბროშურის , გაზეთის, პორთფოლიოს,პრეზენტაციის რუბლიკი შექმნა- დახვეწა დამუშავებაზე,   ასევე  ვისწავლე როგორ უნდა ჩავრთო ტეხნოლოგიები სასწავლო პროცესში,  სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები, შევასწორე. ვისწავლე როგორ უნდა ჩავაშენო ბლოგზე პრეზენტაცია
მე მომწონს ეს ტრენინგი

Tuesday, June 30, 2015

მეხუთე დღე

დღეს მე ვიმუშავე ონლაინ საკონიმუკაციო საშუალებებზე, ინტერნეტ კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნაზე, განვიხილეთ ტექნოლოგიური სტრატეგიები, გავეცანი საავტორო უფლებებს, გავაკეთე შეფასების რეზიუმე, ასევე დავხვეწე სასწავლო პროცედურების პირველი კვირა.
 მე მომწონს ეს ტრენინგი, ბევრი ისეთი რამ შევისწავლე რაც დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში 

Saturday, June 27, 2015

მეოთხე დღე

დღეს მე ჩავასწორე პროექტის გეგმა, სტანდარტები და პუნქტები ზოგი შევცვალე,დავხვეწე საკვანძო კითხვები, დროის ჩარჩო შევიმუშავე, შევქმენი პროექტის პრეზენტაცია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ განვათავსე ეს ყველაფერი ბლოგზე ინტერნეტის შეწყვეტის გამო. დღევანდელი დღის შესახებ წერილი მეგობრის ნოუთბუგის გამოყენებით განვათავსე ბლოგში. მე კმაყოფილი ვარ მიმდინარე ტრენინგით.


Thursday, June 25, 2015

მესამე დღე

დღეს მოვიძიე საგნობრივი სტანდარტები და შევუსაბამე ჩემს პროექტს .შევიმუშავე მისაღწევი შედეგები,  შევისწავლე სავანძო კითხვების ანალიზი და შემუშავება.